20 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
ყველგან, სადაც მსგავსი ტიპის კანონი არსებობს, მიმართულია მტრებისკენ და არა მეგობრების წინააღმდეგ - გიროგი ვაშაძე

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, იმ მიზეზებზე საუბრობენ, თუ რატომ არ უნდა მიიღოს საქართველომ "გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი.

“სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სადაც მსგავსი ტიპის კანონი არსებობს, მიმართულია მტრების და არა მეგობრების წინააღმდეგ.

"ფრანგიც, გერმანელიც, ამერიკელიც , ბრიტანელიც - ყველა გეუბნებათ, რომ ეს არ არის ის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირს უნდა ჰქონდეს. მორჩა და დამთავრდა. ყველგან, სადაც მსგავსი ტიპის კანონი არსებობს, მიმართულია მტრებისკენ და არა მეგობრების წინააღმდეგ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, შესაძლოა, მსგავსმა კანონპროექტმა, ევროკავშირის კარი დაუხუროს.

"ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობა არსად არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს, ხოლო ევროკავშირში წევრობის მსურველები, თუკი ასეთ კანონმდებლობას იღებენ, აქ ერთადერთი შედეგი შეიძლება დადგეს, რომ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა დაიხუროს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები