16 მაისი 2024,   02:16
ვრცლად
იტალიის ერთ-ერთ ელექტროსადგურში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ბოლონიის სიახლოვეს მდებარე ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება სადგურის იმ ნაწილში მოხდა, რომელიც წყალქვეშ მდებარეობს, - ამის შესახებ BBC წერს.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ობიექტზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა. მაშველებს აფეთქების ადგილამდე მისვლა უჭირთ. ელექტროსადგურის ნაწილი კვამლით გაივსო, ნაწილი კი დატბორილია.

სადგურის ტერიტორიაზე ჩარჩენილი თანამშრომლების ნაწილის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

არსებული ინფორმაციით, ელექტროსადგურის კაშხალი დაზიანებული არ არის.

დღის ამბები