18 მაისი 2024,   21:08
ვრცლად
"რატომ არის კანონპროექტი ევროპული?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ გაკრული პლაკატები კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ჩამოხიეს

"რატომ არის კანონპროექტი ევროპული?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ რამდენიმე ქალაქში გაკრული ამ შინაარსის პლაკატები "გამჭვირვალობის" შესახებ დოკუმენტის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა, თბილისის სხვადასხვა უბანში, ღამით ჩამოხიეს. პლაკატების ჩამოხსნის ფაქტს, დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი აქტივისტები კითხვაზე პასუხს ითხოვდნენ, თუ რატომ არის "გამჭვირვალობის" კანონი მიუღებელი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

"ხევენ პლაკატებს, რომელიც არის საზოგადოების საინფორმაციო წყარო და აწვდის ზუსტ ინფორმაციას, თუ რა ხდება დღევანდელ დღეს. ეძახიან დეზინფორმაციას, თვითონ წყვეტენ, ყველას მაგივრად. ყველგან მივალთ, სადაც ჩამოხევენ. არ გვინდა, რომ ისევ ტყუილში შეიყვანონ და მოატყუონ საზოგადოება", - განაცხადა მოქალაქე საბა მინდიაშვილმა.

დღის ამბები