18 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შავი ზღვიდან, უპილოტო საფრენი აპარატებით, შეუტიეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ღამით, უკრაინას შავი ზღვიდან, უპილოტო საფრენი აპარატებით, შეუტიეს, რის გამოც რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქებები იყო ქალაქ ოდესაში, დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. შეტევა იყო მიკოლაევისა და ზაპოროჟიას ოლქებშიც.

გავრცელდა რუსეთში, ვორონეჟის ოლქში უკრაინის მიერ საავიაციო ქარხანაზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო კადრები. უკრაინის სადაზვერვო დაზვერვის ინფორმაციით, იერიში ქარხანაზე დრონებით მიიტანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი თავდასხმისას 2 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება.

სავარაუდოდ, დღეს უკრაინის რადა მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს, თუმცა დოკუმენტიდან ამოღებულია დებულება, სამხედრო მოსამსახურეების დემობილიზაციისა და როტაციის შესახებ.

გაეროს მიერ წარმოებული კვლევების თანახმად, მარტში უკრაინაში სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლი მკვეთრად გაიზარდა. დოკუმენტის მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში, საომარი ქმედებების შედეგად, ქვეყანაში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რაც 20%-იანი ზრდაა თებერვალთან შედარებით. დაღუპულთა შორის 57 ბავშვია.

ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, გაამკაცრონ საბაჟო მოთხოვნები უკრაინის ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე. საუბარია ფრინველის ხორცზე, კვერცხზე, მარცვლეულზე, შაქარსა და თაფლზე.

დღის ამბები