18 მაისი 2024,   19:16
ვრცლად
"ნუ გეშინიათ გამჭვირვალობის" - "საქართველოს სასამართლოს გუშაგის" აქცია-პერფორმანსი გაიმართა

"ნუ გეშინიათ გამჭვირვალობის" - ამ სლოგანით აქცია-პერფორმანსი გაიმართა "საქართველოს სასამართლოს გუშაგის" ოფისთან. ადგილზე ახალგაზრდები შეიკრიბნენ და პერფორმანსის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის შენობის მინები გაწმინდეს.

როგორც ადგილზე შეკრებილებმა აღნიშნეს, მესამე სექტორის წარმომადგენლებს გამჭვირვალობის ეშინიათ. აქციის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებმა საწმენდი საშუალებები სიმბოლურად არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან დატოვეს.

დღის ამბები