18 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

დასავლეთიდან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ისევ კრიტიკა ისმის.

"შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის", - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო"ბრაიენი.

"შეერთებული შტატები ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით," - წერს ო"ბრაიენი სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, გამჭვირვალობის კანონზე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსიმ. ის თბილისში გუშინ ჩატარებულ საპროტესტო მსვლელობას ასე გამოეხმაურა: "ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ უფლებას იყვნენ ევროპელები!"

დღის ამბები