18 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
დედაქალაქის მერი ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი.

პროექტი ითვალისწინებს შიდა და გარე პერიმეტრის განახლებას და მხატვრულ-დეკორატიული განათების მოწყობას. სამუშაოებს ზედამხედველობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო უწევს. რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ასრულებს.

ისტორიულ ციხეს ძველი იერსახე შეუნარჩუნდება. სრული რეაბილიტაცია 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ბიუჯეტიდან 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

დღის ამბები