18 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზის ჩრდილოეთით ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას სამი ვაჟი და რამდენიმე შვილიშვილია მოკლული

ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზის ჩრდილოეთით ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას სამი ვაჟი და რამდენიმე შვილიშვილია მოკლული. ინფორმაციას ორივე მხარე ადასტურებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, ისმაილის ვაჟები "ჰამასის" სამხედრო ფრთის მეთაურები იყვნენ. "ჩემი შვილების სისხლი ჩვენი ხალხის ნებისმიერი წარმომადგენლის სისხლზე უფრო მეტი არ არის" - განაცხადა "ალ-ჯაზირასთან" საუბრის დროს ისმაილ ჰანიამ. მისივე თქმით, მომხდარი "ჰამასის" ხელმძღვანელობის გეგმებს არ შეცვლის. 62-ი წლის ისმაილ ჰანიას, რომელიც კატარში ცხოვრობს, სულ 13 შვილი ჰყავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ერთი დღის შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ომის პოლიტიკის გამო გააკრიტიკა, განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ისრაელის უსაფრთხოება დაიცვან.
ჯო ბაიდენის თქმით იგი მტკიცე "რკინისებრი" მხარდაჭერას ჰპირდება ისრაელს ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შიშის ფონზე.

მან ასევე მოუწოდა "ჰამასს" მიიღონ უახლესი წინადადება დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.

ისრაელის ოფიციალური პირისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართული წყაროს ინფორმაციით, ჰამასი აჩვენებს, რომ ამჟამად ვერ ახერხებს ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპისთვის საჭირო 40 ისრაელელი მძევლის იდენტიფიცირებას, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ ანკლავში 40-ზე ნაკლები ცოცხალი მძევალია, რომლებიც შემოთავაზებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

დღის ამბები