18 მაისი 2024,   20:32
ვრცლად
"იანვრიდან არ აგვიღია ხელფასი" - ხაშურში წყალარინების მშენებლობაზე დასაქმებული სპეცტექნიკის მძღოლები გაიფიცნენ

ხაშურში წყლისა და წყალარინების მშენებლობაზე დასაქმებული სპეცტექნიკის მძღოლები უკვე 2 დღეა გაფიცულები არიან. ისინი ამბობენ, რომ მუშაობას არ გააგრძელებენ მანამ, სანამ კუთვნილ ანაზღაურებას არ მიიღებენ.

დასაქმებულების განცხადებით, მესამე თვეა ხელფასს ვერ იღებენ, ზოგიერთს კი მხოლოდ ნაწილი აქვს მიღებული.

დამსაქმებელ კომპანიაში ამბობენ, რომ სახელმწიფო პროექტზე კონტრაქტორი თურქული კომპანია მუშაობს, რომელსაც ბაირამის დღესასწაულის გამო ფულადი ტრანზაქციები აქვს შეჩერებული და დავალიანება, სავარაუდოდ, 15-20 აპრილისთვის დაიფარება.

 

დღის ამბები