20 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
"ამ მომენტისთვის, ნაწილობრივ შესრულებულია მხოლოდ ორი ნაბიჯი" - "ღია საზოგადოების ფონდის" დირექტორი ევროკავშირის ცხრა დათქმაზე

როგორ სრულდება ევროკავშირის ცხრა დათქმა - სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით მომზადებული პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი და პოლიტიკოსებიც დაესწრნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დოკუმენტში შეფასებულია, თუ რა გაკეთდა გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან არ განხორციელებულა სერიოზული ქმედებები ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად.

"ამ მომენტისთვის, ნაწილობრივ შესრულებულია მხოლოდ ორი ნაბიჯი, დანარჩენები კი შესასრულებელია. ეს არ იქნებოდა ისეთი დრამატული, რომ აპრილის დასაწყისში არ მომხდარიყო ძალიან ცუდი რამ. რატომ ცდილობს ხელისუფლება ამ დამანგრეველი კანონის მიღებას, პირადად ჩემთვის სრულიად გაუგებარია. შესაძლოა, მათ დავალება მიიღეს", - განაცხადა "ღია საზოგადოების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხუციშვილმა.

"ვფიქრობ, რომ შარშან მიღებული სტატუსი, ყველანაირი შეფასებით არ გვეკუთვნოდა. ის ეკუთვნოდა ქართველ ხალხს მისი მისწრაფებების და ისტორიულად ევროპულობის გამო, მაგრამ, ჩვენ ეს მივიღეთ კეთილი ნებით", - განაცხადა პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები