18 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, დავით გამრეკელის ქუჩაზე 4 სართულიანი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, დავით გამრეკელის ქუჩაზე 4 სართულიანი ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. მის ნაცვლად ახალი, მრავალბინიანი 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ობიექტის დასრულების ვადა 3 წელია.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 6 ნახევარი მილიონი ლარია. დაკმაყოფილდება 19 ოჯახი. მშენებლობას შპს "ბკ ქონსთრაქშენი" ასრულებს.  

"ჩვენ ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ ყველას თანხმობა, შესაბამისად, მოხდა გადაწყვეტილების მიღება აღნიშნული შენობის დემონტაჟი განხორციელდეს, რომელიც მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო და მის მაგივრად აშენდება ახალი, 8 სართულიანი, თანამედროვე ქართული არქიტექტურის შენობა-ნაგებობა. აქ მცხოვრებ ადამიანებს საცხოვრებელი გადაეცემათ ყველანაირად მოწესრიგებული, გარემონტებული და ჩვეულებრივად შემოვლენ, გააგრძელებენ ცხოვრებას. მანამდე, დროებით ისინი მუნიციპალიტეტს ქირით ჰყავს გაყვანილი", - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები