20 მაისი 2024,   21:38
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ მეც არ მომწონს როგორც იხარჯება NGO სექტორში ეს ფული, არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამერიკული ფულის ჩაკეტვაზე ორიენტირებული - იაგო ხვიჩია

ხვალიდან საკანონმდებლო ორგანო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოსმენას იწყებს. დეპუტატები იურიდიულ კომიტეტზე 10 საათზე შეიკრიბებიან და ინიციატივაზე მსჯელობას დაიწყებენ.

ოპოზიციის ნაწილი, კონკრეტულ საკითხებზე საუბრისგან ამ დრომდე თავს იკავებს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი შავი ფულის წინააღმდეგ საბრძოლველად არ არის დაინიცირებული.

"შავი ფულის წინააღმდეგ საბრძოლველად არ არის ეს კანონპროექტი. ღია ფულის წყაროები რომ იქნას ჩაკეტილი, ამიტომ იქნა ეს კანონი მიღებული თავის დროზე რუსეთში, შუა აზიის ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად იხარჯება და მეც არ მომწონს როგორც იხარჯება NGO სექტორში ეს ფული, უფრო ეფექტურად შეიძლება დახარჯვა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამერიკული ფულის ჩაკეტვაზე ორიენტირებული და ამას მხარს ვუჭერდეთ", - აცხადებს "გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია.

დღის ამბები