21 მაისი 2024,   00:13
ვრცლად
გამჭვირვალობის შემთხვევაში საზოგადოება იქნება მაქსიმალურად ინფორმირებული და ეს ასევე ხელს შეუწყობს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას - რატი იონათამიშვილი

ხვალიდან საკანონმდებლო ორგანო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოსმენას იწყებს. დეპუტატები იურიდიულ კომიტეტზე 10 საათზე შეიკრიბებიან და ინიციატივაზე მსჯელობას დაიწყებენ.

მმართველი გუნდი ოპონენტებს კარს უხსნის და არგუმენტების წარდგენას სთხოვს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპონენტები შავი ფულისთვის იბრძვიან და შესაბამისად, გამჭვირვალობასაც ეწინააღმდეგებიან.

"ოპოზიცია იქცევა ანტისახელმწიფოებრივად და მხოლოდ იმიტომ არ სურს გამჭვირვალობა, რომ დასამალი აქვს და ეს არის შედეგი იმისა, რომ დღეს საზღვარი პოლიტიკურ პარტიებსა და ე.წ. პოლიტიკურ NGO-ებს შორის არის წაშლილი და არ არსებობს.

ჩვენი მიზანი არის, რომ გამჭვირვალობის შემთხვევაში საზოგადოება იქნება მაქსიმალურად ინფორმირებული და ეს ასევე ხელს შეუწყობს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას. ვინაიდან ეს პრაქტიკა, რაც დღეს გვაქვს, რომ ზღვარი არის წაშლილი და ფაქტობრივად NGO-ები პოლიტიკურ პარტიებად არიან ქცეული, ძირს უთხრის ზუსტად სამოქალაქო სექტორის უმნიშვნელოვანეს როლს დემოკრატიის შენებაში,“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები