21 მაისი 2024,   00:47
ვრცლად
მამუკა მდინარაძე ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით "გირჩის" კანონპროექტზე: მგონია, ეს მაინცდამაინც დღეს მისაღები პრაქტიკა არ არის, თუმცა შეიძლება მსჯელობაც - ვნახოთ, იაგოს "გირჩის" მოსაზრებას გასცდება თუ არა ეს კანონპროექტი და მერე ვილაპარაკოთ

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, "გირჩის" მიერ პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ ინიციატივა სხვა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც მოიპოვებს მხარდაჭერას, მასზე მსჯელობა შეიძლება.

"ჩემი აზრით, ეს არის უმცირესობის უმცირესობის აზრი და თუკი რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც, არა ფართო მასებში, არამედ გარკვეულ წრეებში მაინც, შეიძლება ამაზე მსჯელობა, მაგრამ მგონია, რომ ეს მაინცდამაინც დღეს მისაღები პრაქტიკა არ არის, თუმცა, შეიძლება ამაზე მსჯელობაც. აბა ვნახოთ, იაგოს "გირჩის" მოსაზრებას გასცდება თუ არა ეს კანონპროექტი და მერე ვილაპარაკოთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იაგო ხვიჩიას თქმით, მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში ჩანს ანტიამერიკული განწყობა, შესაბამისად, "გირჩი" აპირებს პარლამენტში პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის შეტანას.

დღის ამბები