17 მაისი 2024,   20:02
ვრცლად
“ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის საკრებულოს სამმა წევრმა პარტია და ფრაქცია დატოვა

“ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის საკრებულოს სამმა წევრმა პარტია და ფრაქცია დატოვა. “ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს – ალექსანდრე ბერიძემ – რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვაჟა მორგოშიამ – რუსთავის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ და ზურაბ ბერაძემ – რუსთავის საკრებულოს “ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

ამის შესახებ ინფორმაციას ვაჟა მორგოშია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

დღის ამბები