22 მაისი 2024,   05:02
ვრცლად
თამარ კორძაიას და ანა ნაცვლიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს თამარ კორძაიასა და “ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო სექტორის წევრების გამოსვლებს პასუხობდა, რომ “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ არის რუსული, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა.

“თუკი რამე არის რუსული, თუკი რამე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს და ჩვენი სახელის გატეხას ემსახურება, ეს სწორედ ის განცხადებებია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ გაკეთებული“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა, რასაც თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურნენ და უკმაყოფილება გამოთქვეს.

“პროვოკაციისთვის შემოხვედით, დატოვეთ დარბაზი. მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია. თქვენს შეურაცხყოფებს საზღვარი აქვს. ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ყველგან დავიცავთ“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.

დღის ამბები