18 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - ავტომობილი მდინარეში გადავარდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეღვაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა.

ავტომობილში მყოფი ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "რუსთავის 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

დღის ამბები