18 მაისი 2024,   19:16
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გვიან ღამით დასრულდა

მოძრაობების “ჯიუტისა“ და “დაფიონის“ ორგანიზებით გამართული აქცია, რუსთაველის გამზირზე გვიან ღამით დასრულდა. გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, მსვლელობით ჯერ ორბელიანების სასახლესთან, შემდეგ კი, მთავრობის ადმინისტრაციასთან, გადაინაცვლეს, საბოლოოდ ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.


აქციის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და მათ მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები