18 მაისი 2024,   21:59
ვრცლად
ვაზიანის პოლიგონზე, საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე, საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის 44-ე საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ჩაატარეს.

სწავლების მიზანს მასირებული ცეცხლის წარმოებით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა. ასეულის დონის ქვედანაყოფების ჯარისკაცებმა ტაქტიკური გადაადგილების, საფრთხეზე რეაგირებისა და პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ამოცანები შეასრულეს.

დღის ამბები