18 მაისი 2024,   18:50
ვრცლად
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გერმანიის გატერსლებენის გენბანკიდან ხორბლის და ლობიოს ქართული წარმოშობის 600 ნიმუში გადმოეცა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გერმანიის გატერსლებენის (IPK) გენბანკიდან ხორბლის და ლობიოს ქართული წარმოშობის 600 ნიმუში გადმოეცა.

ნიმუშები, შესწავლის მიზნით, ცენტრის წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე დაითესება, ხოლო მათი იდენტიფიკაციის შემდეგ, მასალა წარმოშობის ადგილას არსებულ ფერმერულ მეურნეობებს დაუბრუნდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაწილეობით, სადაც აღინიშნა, რომ აქტიურად გაგრძელდება მსოფლიო მასშტაბით საერთაშორისო მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკებთან ურთიერთობები უძველესი ქართული ნიმუშების დასაბრუნებლად.

დღის ამბები