18 მაისი 2024,   17:59
ვრცლად
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს - ფესტივალი , "ქართული" იხსნება

რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს - ფესტივალი , "ქართული" იხსნება. ფესტივალი პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, წელს პირველად იმართება. ღონისძიება ამ ეტაპზე რეგიონულ ფორმატში მოეწყობა და მასში მონაწილეობას ქვემო ქართლში მოქმედი ანსამბლები იღებენ.

კონკურს - ფესტივალში, 24 ანსამბლის 1500 - მდე მოცეკვავე მონაწილეობს. გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში, სპეციალურად მოწვეული ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულ ჯგუფს, გარდამავალი გრანპრი გადაეცემა. ექსკლუზიურად დამზადდა ფესტივალის ლოგო, რომელზეც რუსთაველმა კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა იმუშავა. ექსკლუზიურია მუსიკაც, რომელიც სპეციალურად ამ ფესტივალისთვის, კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა და რომელსაც ეთნო ჯაზ ბენდი , “ირიაო" ასრულებს.

რუსთავის პირველი ქორეოგრაფიული ფესტივალის საკონკურსო ნაწილი, 25 აპრილს გალა კონცერტით დაიხურება. საფესტივალო სივრცე, კი რომელიც რუსთავის ცენტრალურ პარკში, ტბის ნაპირზეა მოწყობილი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიულ კუთხეებს, 27 აპრილამდე უმასპინძლებს.

დღის ამბები