13 მაისი 2024,   02:34
ვრცლად
ომი უკრაინაში - რუსულმა ჯარებმა 32 სარაკეტო და 64 საჰაერო დარტყმა განახორციელეს

ომი უკრაინაში - რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 795-ე დღეს, 88 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსულმა ჯარებმა 32 სარაკეტო და 64 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

დაიბომბა სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და მიკოლაივის დასახლებები. არიან დაშავებულებიც. კიევის ცენტრში უკრაინელი ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა დემობილიზაციისა და სამხედრო სამსახურის ვადების დადგენის მოთხოვნით აქცია გამართეს. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ სამხედრო სამსახურის ვადების არარსებობა ნეგატიურად აისახება მობილიზაციაზე და სამხედროების მორალურ მდგომარეობაზე.

დღის ამბები