13 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
"ჰამასის" მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლება და ცეცხლის შეწყვეტა - ისრაელში საპროტესტო აქცია გაიმართა

"ჰამასის" მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლება და ცეცხლის შეწყვეტა - ამ მოთხოვნით, ათასობით ადამიანი დემონსტრაციაზე გამოვიდა თელ -ავივსა და იერუსალიმში. "მათი დრო იწურება, გააფორმეთ შეთანხმება," – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

თელ-ავივში საპროტესტო მსვლელობის დაწყებამდე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მძევლების ოჯახების წევრებმა. დემონსტრაციის დაწყებამდე მოძრაობა "ჰამასმა" გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ორი მძევალი, მათ შორის ერთ-ერთი აშშ-ის მოქალაქე. ვიდეო, სავარაუდოდ, ახალი გადაღებულია. 64 წლის კიტ სიგელი და 47 წლის ომრი მირანი ოჯახებს მოკითხვას უგზავნიან და ასევე გათავისუფლებას ითხოვენ.

დღის ამბები