13 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
ის რომ ჩვენ 29 აპრილს დაანონსებული გვაქვს აქცია, ბუნებრივია, რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიებზე სხვა აქცია კანონიერად ვერ ჩატარდება - გურამ მაჭარაშვილი

უმრავლესობაში ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირის დაკავების უფლება ხვალ მხოლოდ "ქართულ ოცნებას" აქვს და სხვა აქცია ამ ტერიტორიაზე ისედაც ვერ გაიმართება.

"ხალხის ძალაში" ფიქრობენ, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეების დამოკიდებულებას, პასუხს ხვალ ქართველი ხალხი გასცემს.

"ის რომ 29 აპრილს ჩვენ დაანონსებული გვაქვს აქცია, ბუნებრივია, სხვა აქცია კანონიერად ვერ ჩატარდება რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება ამ დონეზე თუ მაინც ეყოფათ გონიერება რომ ამ შემთხვევაში აქციები არ ჩაატარონ. ხოლო მეორე დღიდან, დარწმუნებული ვარ, ყველას გაუქრება ყველანაირი სურვილი რაიმე ტიპის სხვა აქცია ჩაატაროს, როდესაც დაინახავენ, რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სიკეთეს ბოროტების ნაცვლად, სარწმუნოებას ურწმუნოების ნაცვლად და ირჩევს სუვერენიტეტს მონობის ნაცვლად,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები