12 მაისი 2024,   21:32
ვრცლად
უკვე რევოლუციის მესამე მცდელობაა და ვერავინ მოესწრება მაგას, ყველა იმ ქართველს დავლოცავ ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება - ეპისკოპოსი იკობი

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. საეკლესიო მსახურების დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა და გამჭვირვალობის კანონპროექტს გამოეხმაურა ბოდბელი მიტროპოლიტი. მეუფე იაკობის თქმით, ქვეყანაში უკვე მესამედ არის რევოლუციის მცდელობა და ამას აღარავინ დაუშვებს:

"ყველა იმ ქართველს დავლოცავ, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი დიდი წინაპრის დანატოვარი სამი სიტყვა - მამული, ენა, სარწმუნოება. უსამართლოდ და მე ვფიქრობ ჩანაფიქრიც ცუდი ჰქონდათ, როდესაც შეცვალეს მამული, ენა სარწმუნოება და თქვენს - ენა, მამული, ერთობა. 1905-დან 1907 წლამდე იყო ასეთი ორგანიზაცია -"ერთობა", რომლებიც თავადაზნაურობის მკვლელობებს ამზადებდნენ. ანუ, იმ წარჩინებული ადამიანების მკვლელობებს, რომლებიც მეფის რუსეთის წინააღმდეგ მიდიოდნენ და საქართველოსთვის კარგს ამბობდნენ.

მესამე მცდელობაა უკვე რევოლუციის და ვერავინ მოესწრება მაგას. ჩვენ, ქართველებმა ჭკუა ვისწავლეთ უკვე და აღარავის გავაკეთებინებთ მასეთ რამეს. გამოდიან და იძახიან, არა რუსულ კანონსო. ვის უნდა რუსული კანონი? არც ფრანგული კანონი მინდა და არც სხვა ქვეყნების. მინდა, ჩვენს ქვეყანაში ისე ვიცხოვროთ, როგორც ქართველებს გვინდა.

რომ გადიხართ და დგახართ, შეხედეთ მიტინგებზე რა ხდება, გგონიათ მაგას დავთმობთ? ერთი იყო წინა საუკუნეში, სერგო ორჯონიკიძეებმა მეთერთმეტე არმიამ და ეგეთებმა გააგზავნეს კრემლში თავის უფროსებთან, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებსო. ახლა იმდენი პარტიაა და ისეთი ჭრელები არიან, რომელ ქვეყანაში რა უნდა გაგზავნო. თბილისის თავზე რა უნდათ, ჭრელი დროშების აფრიალება? ვერასდროს ვერავინ ეღირსება მაგას," - აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი.

დღის ამბები