13 მაისი 2024,   22:54
ვრცლად
"ამ დღესასწაულებს არ აქვს მხოლოდ გახსენების მნიშვნელობა, არამედ აღსრულებითი მნიშვნელობაც აქვს" - მიტროპოლიტმა შიომ მრევლს მიმართა

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა ჩატარდა სამების საკათედრო ტაძარშიც. მორწმუნე მრევლს, ქადაგებით მიმართა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ.

"ამ დღესასწაულებს არ აქვს მხოლოდ გახსენების მნიშვნელობა, არამედ აღსრულებითი მნიშვნელობაც აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ დროშიც ხდება რაღაც. იყო ასეთი წარმოდგენა, შესამოსელი, ტანსაცმელი ცვლის ადამიანის პიროვნებას, სხვისი შესამოსლის შეხება, ნიშნავდა პიროვნების შეხებას. ამ მოქმედებით ებრაელები გამოხატავდნენ მზაობას, რომ უარი თქვან თავიანთ თავზე და თავიანთი სულიც და ხორციც მიუძღვნან ისრაელის ხელმწიფეს. ჩვენც ასეთი განწყობით უნდა ვხვდებოდეთ უფალს. მისი მობრძანების გამო გამოხატული სიხარული იქნება მართებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენც განვიმოსავთ ცოდვისგან დასვრილ სულიერ შესამოსელს და შევიმოსავთ სიწმინდისა და სიმართლის შესამოსელს, როდესაც უარს ვიტყვით ჩვენს ბოროტ ნებაზე და სრულად მივენდობით ქრისტეს ნებას," - აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

დღის ამბები