12 მაისი 2024,   20:22
ვრცლად
ჩვენს დასავლელ მეგობრებს ვეუბნებით - მიგვიღეთ ისეთები როგორებიც ვართ, მაგრამ გვთავაზობენ ისეთ მიუღებელ რაღაცებს, რასაც ქართველი კაცი არასდროს მიიღებს - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ქადაგების დროს გამოეხმაურა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი. მიტროპოლიტი გიორგის თქმით, ქვეყანაში რთული პროცესები მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია საზოგადოებამ სწორი პოზიცია დააფიქსიროს.

"იძახიან, რომ ადამიანი, რომელმაც მრავალი ქველმოქმედება მოიმოქმედა ქვეყანაში, ასეთი ადამიანი თურმე უნდა დასანქცირდეს და სისხლისმსმელი ტოტალიტარული რეჟიმის შემოქმედი ადამიანი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს.

ჩვენ კარგად გვახსოვს ის ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც ყველა ოჯახს შეეხო თავისი ტირანიით, მხეცზე უფრო მეტად დაუნდობელი ქმედებებით. მაშინაც, მე კარგად მახსოვს ეს ე.წ. დასავლეთი როგორი უწოდებდა მას დემოკრატიის შუქურას. სანამ ქართველმა ხალხმა არ ამხილა მრავალმხრივ დანაშაულში მისი რეჟიმი.

ჩვენი საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა ამ დიდ ზეწოლას უნდა გაუძლოს. ჩვენს დასავლელ მეგობრებს ვეუბნებით - მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ. ჩვენი ღირებულებებით, მრავალსაუკონოვანი კულტურით, ჩვენ გვინდა ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, მაგრამ გვთავაზობენ ისეთ მიუღებელ რაღაცებს, რასაც ქართველი კაცი არასდროს მიიღებს,"- აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი.

 

დღის ამბები