13 მაისი 2024,   13:45
ვრცლად
ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ვისთვისაც ძვირფასია თავისი ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი "ქართლი ოცნების" მიერ დაანონსებულ 29 აპრილის შეკრებასთან დაკავშირებით საუბრობს. მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია მამული, ენა, სარწმუნოება, იდენტობა და ტრადიციები, შეუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას:

"ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის და როგორც ცნობილია, ხვალ გვექნება საყოველთაო შეკრება, სადაც ჩვენ ლოდინსაც კი გადააჭარბებს, ჩემი აზრით, რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას. ყველას, ვისთვისაც კი ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ვისთვისაც ძვირფასია თავისის ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, თავისი ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას და ყველამ ერთად ვუთხრათ ყველას ქვეყნის გარეთაც, შიგნითაც, რომ ეროვნული ერთობა, ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ჩვენი მამული, ენა და სარწმუნოება მართლაც უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული გზა, ეროვნულ ღირებულებებზე, ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ყველას მოვუწოდებთ რომ შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

 

დღის ამბები