17 მაისი 2024,   04:38
ვრცლად
ასეთი უაზრო მიტინგი ადრე მხოლოდ ოპოზიციური მინახავს - ალექსანდრე რაქვიაშვილი სახალხო შეკრებაზე

ევროპული ფასეულობები, ტრადიციები და ეროვნული თვითმყოფადობა - ეს იყო სახალხო შეკრების მთავარი გზავნილი.

ქვეყნის მთავარ გამზირზე სამთავრობო გუნდის მხარდამჭერების შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურებიან ოპოზიციურ სპექტრში.

მათი განმარტებით "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის გამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველ პარტიას ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელების რესურსი არ გააჩნია.

მათი შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს მოსახლეობის მთავარ პრობლემებზე ყურადღება არ გაამახვილეს.

"ასეთი უაზრო მიტინგი ადრე მხოლოდ ოპოზიციური მინახავს, რომელსაც სპეციალურად შლიდნენ, რომ ხალხის მუხტი ტყუილად დახარჯულიყო. ახლაც გამოვიდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ათობით ათასი ადამიანი შეკრიბა, ჩამოიყვანა რეგიონებიდან და არაფერი არ უთხრეს გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმაც იგივე გზავნილები გაიმეორა, რასაც "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლები ამბობენ", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები