17 მაისი 2024,   20:29
ვრცლად
ქართველი ხალხი არის ხელისუფლების წყარო და არ არსებობს არცერთი სხვა წყარო, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საქართველოში სახელისუფლებო საკითხები - შალვა პაპუაშვილი

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი საპატიო თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მის მიერ გაცემული ყველა დაპირება სრულდება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყველაფერი გაკეთდება ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საერთო სახალხო შეკრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია.

"ეს არის ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების სიფხიზლის დღე, როდესაც მათ თქვეს, რომ ქვეყანა არის მხოლოდ მათი. ქართველი ხალხი არის ხელისუფლების წყარო და არ არსებობს არცერთი სხვა წყარო, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საქართველოში სახელისუფლებო საკითხები. გავა წლები, ყველა გაიხსენებს, მოუყვება თავის შვილებს, რომ ამ დღეს იდგა აქ, საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები