17 მაისი 2024,   18:20
ვრცლად
რომელი ქვეყნიდან შემოვიდა საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი 2024 წლის პირველ კვარტალში - საქსტატის მონაცემები

მიმდინარე წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა

"2024 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.1 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 19.2%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 14.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (254.6 ათასი), რუსეთის ფედერაციის (215.5 ათასი) და სომხეთის (191.8 ათასი) მოქალაქეების მიერ", - ვკითხულობთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ ანგარიშში.

საქსტატის ინფორმაციითვე, ვიზიტორების უმრავლესობა, 49.7 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 35.9 პროცენტს შეადგენდა. 

2024 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 48.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

2024 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (44.8 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 608.1 ათასი და 363.0 ათასი ვიზიტი. 

2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.5 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.0 ღამე) 8.6 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 81.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.5 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.0 ღამე) 8.6 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 81.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

დღის ამბები