17 მაისი 2024,   20:34
ვრცლად
"მიუნხენის ბაიერნი" "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგა ნახევარფინალური ეტაპით ბრუნდება

ჩემპიონთა ლიგა ნახევარფინალური ეტაპით ბრუნდება. დღეს, ევროპული ფეხბურთის კლასიკური დუელი გაიმართება.

"მიუნხენის ბაიერნი" სახლში, "ალიანს არენაზე" "მადრიდის რეალს" დაუპირისპირდება. ორივე გუნდს საკადრო დანაკლისი აქვს.

"რეალს" ალაბა და კარვახალი ვერ დაეხმარება, "მიუნხენის ბაიერნს" კი - დე ლიხტი და კომანი დააკლდება.

მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება, სადაც ერთმანეთს "დორტმუნდი" და "პარიზ სენ ჟერმენი" დაუპირისპირდება.

დღის ამბები