17 მაისი 2024,   22:19
ვრცლად
"ქართული ოცნების" სახალხო შეკრება და ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა - შეფასებები ოპოზიციაში

ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა და "ქართული ოცნების" სახალხო შეკრება პოლიტიკური განხილვის თემაა. სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებაზეც ისაუბრა. 

თბილისის საკრებულოს ფრაქციის ”ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის” თავმჯდომარე, საბა ბუაძე ამბობს, რომ ამ განცხადებით არავინ შეშინდება.

"ეს კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება და ფული, რასაც არაფერი აქვს საერთო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან. ხალხი, რომელმაც საქართველოში გაანადგურა მართლმსაჯულების სისტემა, საუბრობს ახლა დამატებით პოლიტიკურ რეპრესიებზე. მე ვფიქრობ, რომ არავინ შეშინდება ამით. ძალიან ცხადად აქვს ყველას გააზრებული, რასთან გვაქვს საქმე," - აცხადებს საბა ბუაძე.

სიტყვით გამოსვლის შესახებ საუბრობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტიის "სტრატეგია აღმაშენებელი" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე.

"ყველა, ვინც მას არ ეთანხმება, ყველა ყოფილა "ნაციონალური მოძრაობა". სუვერენიტეტი არის დემოკრატია, დამოუკიდებელი ინსტიტუციები, მიუკერძოებელი სასამართლო, რუსული კანონის გარეშე მოქმედი თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

დღის ამბები