17 მაისი 2024,   23:46
ვრცლად
აშშ-ში 4 პოლიციელი მოკლეს

ჩრდილო კაროლინას შტატში, თავდასხმის შედეგად, 4 სამართალდამცველი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა. ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხა თავს.

ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ პოლიციელები ეჭვმიტანილის სახლში იარაღის ტარების უფლების გადასამოწმებლად მივიდნენ. დაპირისპირება ეჭვმიტანილის ეზოში მოხდა.

დამნაშავემ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ოფიცრებმა კი ის საპასუხო სროლის დროს მოკლეს.

 

დღის ამბები