17 მაისი 2024,   05:23
ვრცლად
რეკორდულად გაზრდილი შემოსავლები ტურიზმიდან - 807.7 მილიონი დოლარის შემოსავალი პირველ კვარტალში

საქართველოში, 2024 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $807.7 მილიონი შეადგინა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 39.6%-ით (229 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს კი +1.5%-ით (12.3 მლნ. აშშ. დოლარით).

"მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს ტურიზმი, ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა", - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები