21 მაისი 2024,   08:41
ვრცლად
სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის პლენარული სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა "რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას".

"გუშინ აქ, რუსთაველზე 200 000 ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიბა და ამით თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა მშვიდობის, დამოუკიდებლობის, ეროვნული ღირებულებებისა და სუვერენიტეტის დაცვის, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად.

სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას, რადგან გუშინ, რუსთაველზე, მართლაც ზღვა ხალხი მოვიდა. უნდა დავიცვათ მამული, ენა და სარწმუნოება," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის პლენარული სხდომა, მწვავე პოლიტიკური განცხადებებით და ხმაურის ფონზე გრძელდება. მთავარი თემა გამჭვირვალობის კანონი, "ქართული ოცნების" ორგანიზებული აქცია და ბიძინა ივანიშვილის განცხადებებია.

დღის ამბები