17 მაისი 2024,   23:57
ვრცლად
დემოკრატიული არჩევნებით, გამარჯვების არანაირი პერსპექტივა არ აქვთ და რევოლუციურ სცენარს ერთადერთ პერსპექტივად ხედავენ - ირაკლი ქადაგიშვილი ხარაზის განცხადებაზე

რეზო ხარაზის მოსაზრებას იზიარებენ ბათუმის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებიც - ისინიც, ხარაზის მსგავსად, რევოლუციაზე საუბრობენ. 

თავად რეზო ხარაზი ჟურნალისტების შეკითხვებს დღეს უკვე აღარ პასუხობს. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათ ოპონენტებს ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ამიტომ სურთ რევოლუციის მოწყობა "შავი ფულით", თუმცა, "ოცნების" შეფასებით, ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.

"ეს მათ ყველაზე კარგად იციან. ეს რევოლუციური სცენარი, მხარდაჭერილი გარედან, მათი ხელისუფლებაში მოტრიალების ერთადერთი პერსპექტივაა, რასაც ისინი ხედავენ, თუმცა ეს ყველაფერი მათ შიგნითაც არ სჯერათ," - აცხადებს ქადაგიშვილი.

ხანდახან იტყვიან, რომ არ გვინდა ეგ რევოლუციაო, მაგრამ გვინდა ეგ რევოლუცია, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რეზო ხარაზმა ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

დღის ამბები