17 მაისი 2024,   17:14
ვრცლად
არაფერი ანტიდასავლური იმაში არ არის, თუკი საქართველოს ინტერესებსა და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის პრინციპზე საუბრობ - გია ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის მიმართვაზე

ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლასა და "ქართული ოცნების" სახალხო შეკრებას მმართველი გუნდის წევრები აფასებენ. ღირსებით ევროპისკენ, - ეს იყო შეკრების მთავარი გზავნილი. ლიდერებმა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, ეროვნულ თვითმყოფადობაზე, ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობაზე და ევროპულ ფასეულობებზე გააკეთეს აქცენტი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ 2030 წლისთვის, საქართველო, ამ ტემპით, შეძლებს, მიაღწიოს იმას, რომ გაუტოლდეს ევროპულ საშუალო მაჩვენებელს, როგორც ეკონომიკური, ისე - სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლებით.

"იმდენად სწორი და პრაგმატული დამოკიდებულება იქნა გამოხატული ბიძინა ივანიშვილის მიერ, რასაკვირველია, ამას უნდა უპასუხო აბსოლუტურად ყოველმხრივ უტიფარი განცხადებით, იმის თაობაზე, რომ ეს განცხადება იყო ანტიდასავლური. არაფერი ანტიდასავლური იმაში არ არის, თუკი საქართველოს ინტერესებზე საუბრობ და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის პრინციპზე საუბრობ. რაც შეეხება 2030 წელს, ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, აქედან ძალიან დიდი პროცენტი კანონებისა, არის სინქრონიზებული. მაგრამ, ბევრია ამ მხრივ კიდევ გასაკეთებელი. რეალურად, 2030 წლისთვის, ჩვენ შევძლებთ ამ ტემპით, მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენ გავუტოლდებით ევროპულ საშუალო მაჩვენებელს, როგორც ეკონომიკური, ასევე - სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლებით," - აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები