17 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
ყველა უცხოელმა თუ ადგილობრივმა თავი დაანებოს რევოლუციაზე ფიქრს - გურამ მაჭარაშვილი

რეზო ხარაზის მოსაზრებას იზიარებენ ბათუმის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებიც - ისინიც, ხარაზის მსგავსად, რევოლუციაზე საუბრობენ.

თავად რეზო ხარაზი ჟურნალისტების შეკითხვებს დღეს უკვე აღარ პასუხობს. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათ ოპონენტებს ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ამიტომ სურთ რევოლუციის მოწყობა "შავი ფულით", თუმცა, "ოცნების" შეფასებით, ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ენმ-სგან რევოლუციაზე საუბარი არ უკვირს.

"არ გვიკვირს "ნაცმოძრაობისგან" რევოლუციაზე საუბარი, უკანონოდ ხელისუფლების შეცვლაზე საუბარი. ეს განცხადებაც ზუსტად ამას ადასტურებს. ისინი აპირებენ მიღებული შავი ფულით მოახდინონ რევოლუცია. თავი დაანებოს ყველამ, უცხოელმა თუ ადგილობრივმა, რევოლუციაზე ფიქრს. საერთო სახალხო შეკრებაზე ამდენმა ადამიანმა თქვა, რომ ხელისუფლებას აძლევს ლეგიტიმაციას, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები