17 მაისი 2024,   05:27
ვრცლად
მოღალატეები რომ ბედავენ და სხვას მოიხსენიებენ რუსად და მოღალატედ, ამაზე დიდი პარადოქსი არ არსებობს - ანრი ოხანაშვილი 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში, სადაც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, "ნაციონალურ მოძრაობას" წარსული შეახსენა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ, ოპონენტებს კრიტიკის არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ გააჩნიათ:

"მე ვსვამ საკითხს - რატომ ეფარებით ასე გამალებით "შავ ფულს"? რატომ გინდათ, რომ საზოგადოებას არ ჰქონდეს ინფორმაცია და წვდომა იმ ფინანსებზე, რომელიც რეალურად არის შავი ფული და რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში? რატომ? რა გაშინებთ? რაშია საქმე? განა რაშია ეს ფული წასული? რატომ გეშინიათ და რატომ არ გინდათ, რომ იყოს გამჭვირვალე? ამას უპასუხეთ ჯერ საზოგადოებას. გაეცით პასუხი იმ 200 000 ჩვენს მოქალაქეს, რომელიც გამოსული იყო. გაეცით ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას პასუხი, რატომ გაშინებთ გამჭვირვალობა? აქ შეკითხვები არ დასმულა პასუხების მოსასმენად. ამიტომ ნუ გიჭირთ თქმა, გაბედეთ და თქვით რაში დაიხარჯა „სირცხვილიას“ ფული? გახსენით ვებ-გვერდები, ამობეჭდეთ სად არის ფული, რომელიც დახარჯა „თბილისი პრაიდმა“, "მართლმსაჯულების სახლმა“ და ა.შ. ამ "შავ ფულს" გადაფარებული ხართ "ნაციონალური მოძრაობა" კოლექტიურად, მოღალატეები რომ ბედავენ და სხვას მოიხსენიებენ რუსად და მოღალატედ, ამაზე დიდი პარადოქსი არ არსებობს. ახლა ერთად შევახსენოთ, ვინ არის მოღალატე.  2011 წელს რომ დაგაჯილდოეს, სახელმწიფო ორდენი რომ გადმოგეცა 2011 წელს, დარბევიდან მეორე დღეს. ბატონ ვაშაძეს მივმართავ," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი .

დღის ამბები