21 მაისი 2024,   23:47
ვრცლად
მშვიდობიანი ხალხი რომ დგას, ჯავშანმანქანა და მძიმე შეიარაღება არ უნდა გამოიყვანონ - ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ მშვიდობიანი ხალხის წინაშე ჯავშანმანქანები და მძიმე ტექნიკა არ უნდა გამოიყვანონ. 

"მშვიდობიანი ხალხი რომ დგას, ჯავშანმანქანა, მძიმე შეიარაღება არ უნდა გამოიყვანო.  რატომ უნდა დაშალონ დემონსტრაცია, თუ ის არ არის ძალადობრივი? ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი ფასეულობა, რითაც აქამდე მოვედით. აქ ვერ გაპარპაშდა ვერცერთი შაჰი. თუ გახდა დემონსტრაცია ძალადობრივი, მაშინ უნდა დაშალონ. უნდათ, რომ ამ ორღობეში გაგვატარონ ათასობით ადამიანი,"- აცხადებს ანა დოლიძე. 

დღის ამბები