21 მაისი 2024,   19:59
ვრცლად
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. სპეციალური გაფრთხილება წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით აქციაზე სულ ცოტა ხნის წინ გაისმა.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

მანამდე პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა.  სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდას ამ დრომდე ცდილობდნენ. 

დღის ამბები