21 მაისი 2024,   19:21
ვრცლად
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია სპეცრაზმმა დატოვა - ტერიტორია აქციის მონაწილეებმა დაიკავეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კვლავ დაიკავეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ეს მას შემდეგ მოახერხეს, რაც სპეცრაზმმა და საპოლიციო დანაყოფებმა მოულოდნელად დატოვეს ტერიტორია. ასევე, გავიდნენ წყლის ჭავლის მანქანები და სხვა საპოლიციო სპეც-ტექნიკა.

ქვეყნის მთავარი გამზირი ახლა მთლიანად დემონსტრანტების განკარგულებაშია.

დღის ამბები