21 მაისი 2024,   17:29
ვრცლად
დემონსტრანტებმა ქვეყნის მთავარი გამზირი გამთენიისას დატოვეს - დაპირისპირებებითა და ხმაურით სავსე ღამე

დაპირისპირებებითა და ხმაურით სავსე ღამე - დემონსტრანტებმა ქვეყნის მთავარი გამზირი გამთენიისას დატოვეს.

აქციის მონაწილეთა დაშლამდე, ცოტა ხნით ადრე, სპეცდანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირიდან დისლოკაციის ადგილზე, საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ შესასვლელთან გადაინაცვლა. მალევე, მომიტინგეებმა ჭიჭინაძის ქუჩასა და რუსთაველის გამზირის კვეთაზე ბარიკადები აღმართეს და ტერიტორია რკინის ჯებირებით, ნაგვის ურნებითა და სკამებით შემოსაზღვრეს.

ღამის განმავლობაში, სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლი, ე.წ. გაზის კაფსულები, წიწაკის სპრეი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. აქციის მონაწილეები, თავის მხრივ, სამართალდამცველებს წყლის ბოთლებსა და სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

დემონსტრანტების დაშლა პარლამენტის შენობასთან საღამოს ათის ნახევრისთვის დაიწყო, რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის სხდომა დასრულდა. დაპირისპირება აქციის მონაწილეთა და სამართალდამცველებს შორის მთელი ღამის განმავლობაში, პერიოდულად გრძელდებოდა.

დღის ამბები