გასულ ღამით, აქციის დროს, რამდენიმე სამართალდამცველიც დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული სამართალდამცველებიდან სამი მათგანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
უწყებამ ასევე განმარტა, რომ მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების არაერთი ეკიპაჟი - ისინი მოქალაქეებს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას ადგილზე უწევდნენ.