21 მაისი 2024,   14:16
ვრცლად
"გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე ალეკო ელისაშვილი დაშავდა

სამართალდამცველებთან დაპირისპირებისა და ცრემლსადენი აირის გამოყენების შედეგად, მცირე დაზიანებები მიიღო ალიკო ელისაშვილმა.

"მოქალაქეების" ლიდერი აქციაზე შუაღამისას მივიდა, დემონსტრანტებს მიესალმა, რის შემდეგაც ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველების წინ დადგა. მალევე ელისაშვილი სპეცრაზმმა ტერიტორიიდან გაიყვანა.

დეპუტატი ამბობს, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა ქვეყანაში არ შეჩერდება.

"რუსეთის იმპერია, ქართველი მოღალატეების ხელით, ებრძვის დანარჩენ საქართველოს, თავისუფლების, ღირსების, ევროპის მოსურნე საქართველოს - აი, ეს ხდება. არ დავყრით ფარ-ხმალს, წინააღმდეგობა არის ჩვენი ერის არსებობის არსი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები