22 მაისი 2024,   00:57
ვრცლად
"ამდენი ხნის განმავლობაში, შინაარსიანი კითხვა არ მოგვისმენია" - პარლამენტში "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა გაგრძელდება

"გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტში რამდენიმე საათში გაგრძელდება. სესია 12:00 საათისთვის უნდა დაიწყოს. სადავო დოკუმენტის მუხლობრივი განხილვა გუშინ, 21:00 საათზე, რეგლამენტით დადგენილ დროს დასრულდა.

კანონპროექტის საბოლოოდ მისაღებად, იურიდიულ კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე ის სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. რეზონანსული კანონპროექტის დამტკიცების სავარაუდო თარიღად 17 მაისი სახელდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპონენტების მხრიდან შინაარსიანი კითხვა ამ დრომდე არ მოუსმენია.

"ისინი ცდილობენ, სპეკულაციურად შექმნან ისეთი მოცემულობა, თითქოს კითხვაზე ვინმე პასუხს არ სცემს. პირიქით, არანაირი შინაარსიანი კითხვა არ მოგვისმენია ამდენი ხნის განმავლობაში. ეს კანონი გამჭვირვალეობის მოთხოვნას ადგენს. ადგენს კრიტერიუმს, რათა ქვეყანაში არ შემოვიდეს შავი ფული, არ მოხდეს პოლიტიკური პროცესების ისე დაფინანსება, რომელიც ლეგალურობის ფარგლებს სცილდება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები