21 მაისი 2024,   18:01
ვრცლად
აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სპეცოპერაცია ჩატარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სპეცოპერაცია ჩატარდა. ნიუ-იორკის პოლიციამ პრო-პალესტინელი სტუდენტების მიერ დაკავებული შენობა აიღო. დაკავებულია ათობით მომიტინგე. სამართალდამცველების ინფორმაციით, ორსაათიანი ოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, ახალგაზრდებმა, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს, შეერთებული შტატების სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, უკვე ორი კვირაა, აპროტესტებენ, ორი დღის წინ, სასწავლებლის "ჰამილტონ ჰოლში" შეიჭრნენ და ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ.

შენობის უკანონო დაკავების გამო, ადგილზე დაძაბული ვითარება იყო. შეტაკებები მოხდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და პალესტინის მხარდამჭერებს შორის.

დღის ამბები