22 მაისი 2024,   00:33
ვრცლად
ოქმში დავაფიქსიროთ, რომ ოპოზიცია FARA-დან და საფრანგეთიდან უცხოური ძალის დეფინიციების გადმოტანას მხარს არ უჭერს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ წინადადებას გამოეხმაურა.

ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, FARA-დან და საფრანგეთიდან სიტყვა სიტყვით გადმოეტანათ უცხოური ძალის დეფინიციები, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლებისგან უარი მიიღო, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა ოქმში დაეფიქსირებინათ, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს გადმოტანას.

დღის ამბები