22 მაისი 2024,   01:24
ვრცლად
"აქციის მონაწილეები უპირისპირდებოდნენ პოლიციელებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ისროდნენ მძიმე საგნებს" - შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე 6 სამართალდამცველი დაშავდა

გასულ ღამით, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგი გამართა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება. ალექსანდრე დარახველიძე ხაზს უსვამს, რომ შეკრებილები ხელოვნურად ბლოკავდნენ გამოსასვლელებს და აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ დეპუტატებს შენობიდან გამოსვლის შესაძლებლობას.

მისივე ცნობით, აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას. "აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი", - ამბობს დარახველიძე. 

"საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს. ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს.

ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო ექვსმა პოლიციელმა, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან კლინიკებში", - აღნიშნა დარახველიძემ.

უწყების განცხადებას სრულად გაეცანით ამ ბმულზე

დღის ამბები